https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურიაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

22:03; 14.03.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპი ადვილად "მოგზაურობს" _ ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ, რომ ავად არიან _ რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.

როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.

სეზონური გრიპის ვირუსის 3 ტიპი არსებობს_ A, B და C.

ევროპის რეგიონისა და მათ შორის საქართველოსთვის, გრიპის სეზონი ზოგადად განსაზღვრულია ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე. საქართველოში, მრავალწლიანი გამოცდილებით, გრიპის ვირუსის გავრცელება პიკურ სიდიდეებს დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს და გავრცელების ამგვარი აქტივობა 5-8 კვირა გრძელდება.

გურიაში, ბოლო პერიოდში გრიპის შემთხვევებმა იმატა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ჩოხატაურშია. მედიკოსები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, კარანტინი უნდა გამოცხადდეს და სკოლებში სწავლა შეწყვიტონ.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩოხატაურში არსებულ ორ საავადმყოფოს 995 ადამიანმა მიმართა. აქედან გრიპის ნიშნები 211 ადამიანს აღმოაჩნდა. ჯიბუტის თქმით, ვირუსის ფონზე გართულებები არ აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ოფიციალური მონაცემებია. ქართველების ჩვევას თუ გავითვალისწინებთ _ გრიპის დროს ექიმთან მისვლა არ არის აუცილებელი, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. უკუჩვენებები ვაქცინას თითქმის არ გააჩნია და ყველასთვის და ყოველთვისაა რეკომენდირებული _ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის.

ამ რისკ-ჯგუფებს კი გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი; დიაბეტით დაავადებულნი; მცირე და ხანდაზმული ასაკის ადამიანები და ორსულები მიეკუთვნებიან.

ვაქცინაცია გრიპის სეზონის დაწყებამდე _ შემოდგომაზე ტარდება. ნატო ჯიბუტის თქმით, ვაქცინაცია ჩოხატაურში სეზონის დაწყებამდე ჩატარდა, თუმცა, მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანებისთვის. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ხანდაზმულებს და მცირე ასაკის ბავშვებს ვაქცინაცია არ ჩატარებიათ:

_ რაც მოვითხოვეთ, იმაზე ნაკლები ვაქცინა ჩამოვიდა. შესაბამისად, გავუკეთეთ მაღალი რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებს, ექიმებს, რომლებსაც ვირუსით დაავადებულებთან ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვთ, _ გვითხრა ჯიბუტმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჩოხატაურში იმდენი ვაქცინა გამოაგზავნეს, რამდენიც მოითხოვეს:

_ ჩოხატაურში, ფონურ მაჩვენებელზე სამჯერ მეტად მომატებულია ავადობა. ქვეყანაში, ძირითადად, ბ გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლის საწინააღმდეგო აცრა არსებობს და შესაბამისად იყო შესაძლებლობა სეზონის დაწყებამდე აცრილიყო მოსახლეობა, თუ ამის სურვილი ექნებოდათ. შემთხვევების უმრავლესობა მიდის ამბულატორიულად. როგორც მე ვიცი, ჩოხატაურში კონკრეტულად ჰოსპიტალიზირებული არავინ არ ჰყავთ ამ მდგომარეობის გამო. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, რომელიც მეშვიდე დღეს სრული გამოჯანმრთელებით სრულდება და როგორც წესი, არ მოითხოვს ხოლმე სპეციალიზირებულ დახმარებას ან სპეციალიზირებული მედიკამენტებით მკურნალობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ავადმყოფებმა უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება გრიპით დაავადებულს.

_ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ ვაქცინა მოთხოვნილზე ნაკლები რაოდენობის მიიღეს…

_ ჩვენ თითოეული რაიონიდან დაზუსტებული სიები გვქონდა. ვაქცინა შეძენილი იყო მხოლოდ მაღალი რისკის მქონე კატეგორიებისთვის, შეთანხმდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ყველა რაიონს სიობრივად დაურიგდა მათთან მაღალი რისკის მქონე რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად; ყველა დანარჩენისთვის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კომერციული. სამწუხაროდ, ყველას ვერ უზრუნველვყოფთ.

_ ქალბატონო ხათუნა, რამდენად აუცილებელია ამ შემთხვევაში ექიმთან მისვლა და ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც თქვენ გაქვთ რამდენად ზუსტია?

_ ეს არის გავრცელებული პრაქტიკა და არა მარტო საქართველოში _ მთელ მსოფლიოში ასეა. რეალურად ჩვენ ვხედავთ შემთხვევების, დაავადებულების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლებიც მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. ვგულისხმობ იმ დაწესებულებას, სადაც ამ შემთხვევების რეგისტრაციას აკეთებენ. ეს ყველგან ასეა და გამონაკლისი ნამდვილად არ ვართ ამ შემთხვევაში. გრიპი გამოჯანმრთელებით მთავრდება, როგორც წესი, მეშვიდე დღეს, მაგრამ არის სიმპტომები, რომელთა გამოვლენისას, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და კარგი იქნება, თუ ამაზე გააკეთებთ აქცენტს. მაგალითად, თუ გრიპის ფონზე, ან გრიპის მაგვარი სიმპტომების ფონზე ადამიანს აქვს ტკივილი გულმკერდის არეში; გართულებული სუნთქვა; ბავშვებში შენიშნავენ ცხვირ-ტუჩის მიდამოს გალურჯებას; ხველებისას გამოიყოფა სისხლიანი ლორწო; მესამე დღიდან ტემპერატურის შედარებითი კლების ფონზე უცებ იწყება ტემპერატურის მატება, თან ერთვის ყურის ტკივილი და ა. შ. _ ამ დროს, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

_ ჩოხატაურელი ექიმები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ იმდენად გახშირებულია მიმართვიანობა და პირადი კონტაქტებით კონსულტაციების მიღება, აუცილებელია კარანტინის გამოცხადება და სკოლები რამდენიმე დღით სწავლის შეწყვეტა…

_ გრიპის გავრცელების შეჩერება სკოლების დაკეტვით ან ასეთი საზოგადოებრივი ადგილების დახურვით არ ხდება. საერთოდ, როცა გრიპი გავრცელებულია, საზოგადოებრივ თავშეყრას ნებისმიერი უნდა ერიდოს სხვადასხვა მიზეზებით. განსაკუთრებით, ვინც მაღალი რისკის კატეგორიაში გადის. სკოლების დაკეტვით ეპიდემიური პროცესის შეჩერების მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ბავშვები რომც დავითხოვოთ სკოლებიდან, ისინი სადღაც მაინც განაგრძნობენ თავშეყრას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ დაავადების პიკს ვაჩერებთ არა ინდივიდისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის. ამიტომ, ზოგადად, კარანტინი და სკოლებში სწავლის შეწყვეტა ეფექტური ქმედება არ არის და ჩვენ არ ვუწევთ მას რეკომენდაციას.

კლინიკა "მამქოლის" პედიატრი ვახტანგ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ბოლო ათი დღეა, ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა:

_ თებერვლის შუა რიცხვებამდე სხვა ვირუსი იყო, ბოლო ათი დღეა კლასიკური გრიპის სიმპტომებით მოგვმართავენ. ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია იდენტიფიკაცია, თუ რა სახის გრიპია _ ამას აკეთებს დაავადებათა ეროვნული ცენტრი. იქედან მოგვდის ინფორმაცია, რა ტიპის დაავადებაა გავრცელებული და მათი რეკომენდაციით ვსარგებლობთ. რაც შეეხება გართულებულ შემთხვევებს ბავშვებში, ამ ეტაპზე ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად არ არის _ ვგულისხმობ ფილტვების ანთებას, მენინგიტს ან ნერვიული სისტემის აშლილობას. თუმცა, მომართვიანობა გაზრდილია და სტაციონარის საჭიროების შემთხვევებიც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ ჩვენ არ შეგვიძლია დავადგინოთ ეს გრიპის შემდგომი გართულებაა თუ სხვა რამე, ძირითადად მშობლის მონაყოლს ვეყრდნობით, _ გვითხრა გაჩეჩილაძემ.

"მამქოლის" ექიმი ნინო კუტუბიძე ამბობს, რომ გრიპით დაავადებულ პაციენტს სტაციონარში ვერ ათავსებენ:

_ რა თქმა უნდა, გაზრდილია მაჩვენებელი. ბავშვებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ვახერხებთ გრიპით დაავადებული პაციენტის სტაციონარში მოთავსებას, რადგან ინფექციური განყოფილება არ გვაქვს და შესაბამისად, დაზღვევა მკურნალობას არ აფინანსებს. სტაციონარში ვაწვენთ იმ პაციენტებს, რომელთაც პლევმონიის დიაგნოზი აქვთ. ბოლო პერიოდში ასეთი ოთხი პაციენტი იყო, თუ სწორად მახსოვს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას კუტუბიძემ, რომლის თქმით, მომართვიანობა ბავშვებში გაცილებით მაღალია.

ჩოხატაურის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, სკოლებში გრიპის ვირუსის გამო გაკვეთილების გაცდენის შემთხვევები მომატებულია:

_ მაჩვენებელი ნამდვილად გაზრდილია, თუმცა, არა იმდენად, რომ სკოლაში სწავლა შევწყვიტოთ. ასეთ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით განათლების სამინისტრო იღებს მაშინ, თუკი მოსწავლეთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს ვირუსი აქვს. ჩვენ შემთხვევაში, ეს მონაცემი ასეთი მაღალი არ არის. ვცდილობთ, არსებულ სიტუაციას ადგილობრივი ძალებით გავუმკლავდეთ. ყველა სკოლას მივეცით რეკომენდაცია, რომ დეზინფექცია ჩაატარონ. იმედია, გაითვალისწინებენ, _ აღნიშნა სიხარულიძემ.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, რომ თვითმკურნალობა არ დაიწყონ და გრიპის ძირითადი სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.

ეს სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი; საერთო სისუსტე; ხველა; ყელის ტკივილი; შემცივნება; იშვიათად დიარეა და პირღებინება.

ექიმების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები გრიპით დაავადებულთათვის ასეთა:

დაავადებულებმა უნდა დაიცვან წოლითი რეჟიმი და ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება; ქოშინი; ციანოზი; ტკივილი გულმკერდის არეში; სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა; გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი); ბავშვებში _ ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

გრიპის ფართო გავრცელებისას, რეკომენდებულია არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენება, კერძოდ: უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში _ ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას _ დაავადების გავრცელებისგან; ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;

თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები, დარჩით სახლში, ტემპერატურის დარეგულირებიდან შემდგომი 24 საათის განმავლობაში.

 იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთელი, სესილი თოდრაძე საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა

11:44; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26 თებერვალი, 2026

თანხები სოფლის პროგრამებისთვის

"ქართული ფოლადი" პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

ყველა სიახლე

სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26.02.2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26.02.2026
პოლიტიკა

DRI: ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

15:10; 26.02.2026
ზაფრანი

ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები

14:53; 26.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცები

14:46; 26.02.2026
კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26.02.2026
ზაფრანი

ურთიერთობაში ყველაზე მძიმე ცოლები

14:33; 26.02.2026
ზაფრანი

ვინ გაქცევთ თავის გავლენაში

14:19; 26.02.2026
სამართალი

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

13:32; 26.02.2026
ფინანსები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:20; 26.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო