როცა უკრაინაში შეიცვალა ხელისუფლება, რუსეთს შეეძლო გამოეცხადებინა საკუთარი ბირთვული ძალების მზადყოფნა. ეს ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფილმში _ "ყირიმი. გზა სამშობლოში", გააჟღერა.
"რასაკვირველია, მაშინვე ძნელი მისახვედრი იყო, როგორი რეაგირება მოჰყვებოდა ყირიმის რუსეთთან შეერთებას. ამიტომ მე პირველ ეტაპზე, იძულებული ვიყავი ჩვენი შეიარაღებული ძალების ორიენტაცია მომეხდინა. არა უბრალოდ, ორიენტირება, არამედ გამეცა პირდაპირი ბრძანება."
ფილმის წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მზადყოფნაში იყო მოყვანილი ბირთვული იარაღი, პუტინმა უპასუხა: "ჩვენ მზად ვიყავით ეს გაგვეკეთებინა. ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ გვაიძულეს!"