პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სამართალდამცველებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. "ქართული ოცნება" მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში", – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებეთ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს. ამის შემდეგ მათ "თავისუფალი ზონის" ოფისთან გადაინაცვლეს და სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება,