რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი ათდღიანი გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ხმების გავრცელების კომენტირებისას განაცხადა, რომ "ცხოვრება ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა".
მან ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის დროს თქვა.
ატამბაევმა თავის მხრივ დაამატა, რომ რუსეთის ლიდერი შესანიშნავ ფორმაშია: "ის არა მხოლოდ დადის, არამედ მანქანასაც აქროლებს _ ახლახანს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მანქანით მასეირნა და თვითონ იჯდა საჭესთან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც რუსები იტყვიან, ვერ ეღირსებიან!" _ აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.