https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა…“

18:03; 16.03.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიმდინარე წლის 13-15 მარტს, ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, "სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენება.

ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა. ფილმის ჩვენებასთან ერთად ეწყობოდა ასევე გამოფენა, სადაც ფილმში მოყვანილი სიუჟეტებიდან ფოტოსურათები იყო გამოფენილი. ფილმში ნაჩვენები და მოთხრობილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის პერიოდში მომხდარი ისტორიები მკვლელობებზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ პირებზე, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაშლილ საპროტესტო აქციებზე, უკანონო პატიმრებზე, საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე და ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებაზე, გაუპატიურებისა და წამების ფაქტებზე. ფილმის ჩვენების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი რესურსცენტრები, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" 2014 წლის 24 თებერვალს არის დამფუძნებელი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი ომბუდსმენი და საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი დავით სალარიძეა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელები არიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძე, ნინო გიგინეიშვილი, ბესიკ მაყაშვილი და მერაბ თორია.

როგორც სოციალურ ქსელში გაზიარებული ფოტოებიდან ჩანს, ზოგიერთ მათგანს გარკვეული კონტაქტები გააჩნია მმართველ კოალიციასთან. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციას არ აქვს ვებგვერდი და შეუძლებელია მის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება.

ფოთი – მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმის პირველი ჩვენება პარასკევს, 13 მარტს, ფოთში გაიმართა. ჩვენებას მოქალაქეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც, ფაქტობრივად, აუდიტორიის უმეტესობას წარმოადგენდნენ. მათი წლოვანება სავარაუდოდ 15 წელს არ აღემატებოდა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას სკოლის მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს. კერძოდ, ისინი ყვებიან, რომ თეატრში მისვლამდე მათ სკოლის დირექციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქალაქში დაგეგმილი ახალი პროექტების პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, თუმცა თეატრში მისულებს სულ სხვა სურათი დახვდათ. ჟურნალისტებთან კომენტირებისას ფოთში ფილმის ნახვის ფაქტი დაადასტურა სკოლის სამმა მოსწავლემ.

ფაქტზე საუბრისას "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფილმის ჩვენება სხვადასხვა მედიასაშუალებით დაანონსდა და იქ მსურველები საკუთარი ნებით მივიდნენ. მისივე ინფორმაციით, ჩვენებას "არა მარტო მოსწავლეები, არამედ საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ."

საპირისპიროს აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომლის მიხედვითაც მას ადგილობრივი რესურსცენტრიდან დაუკავშირდნენ და ჩვენების შესახებ შეატყობინეს; ფოთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა თეიმურაზ შურღიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან არ იცოდა, "თუ რა შინაარსის ღონისძიება იმართებოდა, მითითება კი მოსწავლეების გაგზავნის თაობაზე ადგილობრივი რესურსცენტრიდან მიიღო."

ეს ფაქტი, თავის მხრივ, უარყო ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ.

ზუგდიდი – ზუგდიდში, ფილმის ჩვენება შაბათს, 14 მარტს გაიმართა. ღონისძიებას დაემთხვა საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე დაგეგმილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.

ფოთისგან განსხვავებით, ჩვენების დაწყებამდე საკონცერტო დარბაზის შესასვლელ კარებთან იდგა რამდენიმე პირი, რომლებიც არასრულწლოვნებს დარბაზში არ უშვებდნენ. შესაბამისად, ფილმის დაწყებისას დარბაზში არასრულწლოვნები არ ყოფილან, თუმცა სეანსის დაწყების შემდეგ შესასვლელი კარი აღარ კონტროლდებოდა. ამასთანავე, არავის უზრუნია, რომ ფოიეში მყოფ ბავშვებს სათადარიგოდ გამოფენილი გარდაცვლილი და ნაწამები პირების ფოტოები არ ენახათ. ბავშვების წლოვანება ამ შემთხვევაში ზოგჯერ 12-13 წელიც კი იყო. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გონერ პაპავამ მედიასთან განაცხადა, რომ ის საქმის კურსში არ არის სკოლებში სიების შედგენისა და მოსწავლეთა დასწრების თაობაზე. თუმცა ტელერადიოკომპანია "ოდიშმა" ჩაწერა რამდენიმე მოსწავლე, რომლებმაც განაცხადეს, რომ სკოლაში აუწყეს ღონისძიების თაობაზე, ასევე შეადგინეს "იმ მოსწავლეების სიები, რომლებიც ჩვენებაზე წავიდოდნენ."

ხობი – კვირას, 15 მარტს ფილმის ჩვენება ხობში შედგა. ღონისძიებას ამ შემთხვევაშიც დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები. როგორც მოსწავლეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, ისინი ფილმის ჩვენებაზე გამგებელმა მიკროავტობუსებით მიიყვანა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეატრალურ ღონისძიებაზე მიჰყავდათ. ამ შემთხვევაშიც, ბავშვების წლოვანება 13-15 წელი იყო.

სენაკი – 15 მარტს ფილმის ჩვენება სენაკშიც გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, სენაკის შემთხვევაში არ მომხდარა სკოლის მოსწავლეების მობილიზება, თუმცა ასევე არავის გაუკონტროლებია, რომ თეატრში სხვა ღონისძიებაზე მყოფი ბავშვები დარბაზში არ შესულიყვნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენება შემაშფოთებელია.

"1. ბავშვთა უფლებების შელახვა

პირველ რიგში, აღმაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამებისა და ძალადობის ამსახველი ფილმის ამ სახით გავრცელება. ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ და წაახალისონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–17 მუხლის მოთხოვნებს.

2. კამპანია მმართველი ხელისუფლების სასარგებლოდ

შეშფოთებას იწვევს ასევე ის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედების განხორციელებაში, როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ეს ქმედება თავისი არსით საარჩევნო/პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენ ს. გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შინაარსიდან გამომდინარე, ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედება უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებად – სეანსის მიმდინარეობისას ღიად ხდებოდა აგიტაცია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად.

ამასთან, ცალსახაა ღონისძიებებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებული ჩართულობა, ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების პოლიტიკის პრინციპს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან და არღვევს საქართველოს "ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებისაგან.

ნეტგაზეთთან კომენტირებისას განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 16 მარტიდან, დაიწყება გარკვევა, თუ როგორ მოხვდნენ სკოლის მოსწავლეები დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე. მისი განცხადებით, თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზებაში რაიმე სახით ჩართული იყო განათლების სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი, სამინისტროს აუცილებლად ექნება რეაგირება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს – შექმნას იმგვარი სამართლებრივი სივრცე, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების, ასევე, მათ მიმართ მავნე ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების არსებობას უზრუნველყოფს, და შესაბამისობაში იქნება ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – დაუყოვნებლივ მოიკვლიოს გარემოებები და დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკრეტული პედაგოგებისა და დირექტორებისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვა;

კოალიცია ქართულ ოცნებას – საჯაროდ გაემიჯნოს მსგავს კამპანიებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სამართლიანი მეთოდები გამოიყენოს, რათა პოლიტიკურ ბრძოლაში არ იყოს დარღვეული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებები.

ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. ადამიანებით, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანებით მსგავსი მანიპულირებით, საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ხარჯზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება."

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო განვითარების სააგენტო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1 მარტი, 2026

83 075 ლარი - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2 თვეში გაცემული პრემია

მეორე ოპერაციის გარეშე, სამინისტროს მიერ გაწეული დახმარება აზრს დაკარგავს

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო