საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააჯარიმა.
კერძოდ, პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კანონიერი საფუძვლის გარეშე გასაჯაროებისთვის 1 000-1 000 ლარით, ხოლო შს სამინისტრო 500 ლარით დაჯარიმდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უწყებები გასულ წელს დააჯარიმა.
ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აპარატის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტროები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კანონიერი საფუძვლის გარეშე გასაჯაროებისთვის 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო შს სამინისტრო გაუფრთხილებლობით მესამე პირისთვის მონაცემების გამჟღავნებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, პროკურატურამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა აღნიშნული საქმე მოიგო.