"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა წარმოშობით ოზურგეთელი ბიზნესმენის ა.ღ.-ს შვილი ი.ღ. დაიჭირეს.
ი.ღ. სამართალდამცავებმა, ოზურგეთში თავის სახლში აიყვანეს. მის დაჭერასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია სახელდება, მათ შორის საქმეების გარჩევები, თუმცა ოფიციალურად შსს-ს პრესსამსახური "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ი.ღ. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით აიყვანეს. გამოძიება #353 მუხლით მიმდინარეობს.