საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უძრავ-მოძრავი ქონება ,მხოლოდ თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში მდებარე 110.00 კვ. მ ფართობის ბინითა და 2008 წლის მსუბუქი ავტომანქანა Nissan Tiida – თი შემოიფარგლება.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, მინისტრს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 8 000.00 ლარი და რესპუბლიკა ბანკი სახელფასო ანგარიშზე 1 620.00 ლარი აქვს.
მისი დეპოზიტი თიბისის ბანკში 21 200.00 ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის ოჯახს, ნაღდი ფულის სახით, 10 000.00 ლარი აქვს.
რაც შეეხება მის შემოსავალს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ის პროფესორია, 23 740.64 ლარი აქვს მიღებული, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან 90 165.00 ლარი.
ნოდარ ხადურის მამა, თამაზ ხადური, გორში, 2 000.00 კვ.მ ფართობის მიწის მფლობელია. საპენსიო ანგარიშზე კი 150 ლარი ერიცხება, ისევე როგორც მინისტრის დედას.
სხვა სახის ქონება და ანგარიშები საქართველოს ფინანსთა მინისტრ დონარ ხადურს, 2014 წლის 13 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, არ გააჩნია.