"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში, პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა განხორციელდა.
"მინდა წარმოგიდგინოთ ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან life style-სა და "იტალდიზაინთან".
კომპანიასთან life style -თან 26 ათასი ევროს, ხოლო იტალ დიზაინთან 41 ათასი ევროს ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, ლიფე სტყლე -მა პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთა სავარძელი – 5 760 ლარი, სკამები – 11 232 ლარი, ორი მაგიდა- 3 192 ლარი, ორი მაგიდა – 2 160 ლარი, ორი მაგიდა – 2 784 ლარი, დივანი – 19 104 ლარი და სავარძლები – 25 344 ლარი.
რაც შეეხება "იტალ დიზაინს" ამ შემთხვევაში პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს: სავარძელი ტყავში კრემისფერი – 6 084 ლარი, სამზარეულოს მაგიდა, სტრუქტურა დახურული მეტალი ზედაპირი თეთრი – 1 680 ლარი, სამზარეულოს სკამი სტრუქტურა დაბურული მეტალი თეთრი ტყავის შემცველი – 1 728 ლარი, მაგიდა თეთრი დაბურული ლაკირება – 15 792 ლარი, სკამი ტყავის თეთრი ფერის – 17 913 ლარი, ორადგილიანი დივანი – 19 368 ლარი, სავარძელი ტყავში – 15 516 ლარი, ორადგილიანი დივანი "ბროდვეი" – 13 344 ლარი, სავარძელი ტყავში – 15880 ლარი, საწოლი მთლიანი თავით ჭრილის გარეშე ბატუტით – 24 132 ლარი,
ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1980 ლარი. მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერ-მინისტრისა და მცურავი ლარისა კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკუტად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშენეძის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.