ბოლო მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 40 000 – ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4 000 – ზე მეტი აპლიკანტი და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12 500 – ზე მეტი კანდიდატია რეგისტრირებული.
აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 10 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყო და 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდა.
აპლიკანტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გაიარეს (www.naec.ge)
რაც შეეხება 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ სიახლეებს, 2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა.
სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც, სადაც ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა კი 60 (ნაცვლად 70 ქულისა) იქნება.
ისტორიის ტესტი კი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. გამოცდის ხანგრძლივობა არ შეიცვლება.