Opel-მა და Chevrolet-მა რუსეთიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთში მათი პროდუქციის გაყიდვების მინიმუმამდე შემცირებაა..
Opel რუსეთიდან მთლიანად მიდის. ივნისის ბოლოსთვის დაკონსერვდება ქარხანა სანკტ პეტერბურგში, კალინინგრადის „ავტოტორში“ ავტომანქანების აწყობა უკვე აღარ მიმდინარეობს.
Chevrolet რუსეთში დატოვებს მხოლოდ Corvette-ს, Tahoe-ს и Camaro-ს. ამ მარკის ავტომანქანების სხვა მოდელების აწყობა ГАЗ-ში წლის ბოლოს დასრულდება.
ერთობლივი საწარმო GM-Avtovaz გააგრძელებს მუშაობას, თუმცა, Chevrolet-Niva-ს მეორე თაობის ქარხნის მშენებლობის პროექტი დახურულია.
რუსეთში Cadillac-ის მარკის ავტომანქანების გაყიდვა არ შეწყდება.
გარდა ამისა, სანკტ პეტერბურგში Nissan-ის ქარხანამ 16 მარტიდან 31 მარტამდე შეაჩერა წარმოება. მიზეზი რუსეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობა და მანქანებზე მოთხოვნილებების მკვეთრი შემცირებაა.