ავტომანქანების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, სამხრეთ კორეული "SsangYong", რუსული რუბლის მკვეთრად დაცემის გამო, რუსეთის ბაზრიდან მიდის.
კომპანიამ უკვე შეწყვიტა ავტომანქანების რუსეთში შემოყვანა და ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება, სანამ ეროვნული ვალუტა არ გამყარდება.
"SsangYong" აპირებს, გაზარდოს ავტომანქანების ექსპორტი ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში.
რუსეთი რამდენიმე დღის წინ დატოვა ოპელმა, შევროლეტმა კი რამდენიმე მოდელის აწყობა და გაყიდვა შეაჩერა.