"ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალ კულტურას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი მოიცავს: ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების ფუნქციურ მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ქართულ ენას, ანბანის სწავლების მეთოდიკას, ხელოვნებისა და ხელოსნობის ცოცხალ პრაქტიკებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით კი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს "ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალ კულტურას" ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია მიენიჭა.