ხვალ თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე, ოზურგეთიდან 500 ადამიანი აპირებს წასვლას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ყველა საორგანიზაციო საკითხები მოგვარებულია და ხვალ დილით ოზურგეთელები აქციას შეუერთდებიან.
"სამუშაოები თითქმის დასრულებულია და დათქმულ დროზე შევუერთდებით აქციას. პარტიის ადგილობრივი ლიდერები უკვე შევხვდით მოსახლეობას. მინდა ვთქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან მოდან ადამიანები და გვიერთდებიან. ამ ეტაპზე დიდი წინაღმდეგობები არ არის, მაგრამ რამდენიმე სოფელში იყო, როდესაც გამგებლის წარმომადგენლებმა მოსახლეობას რჩევის სახით უთხრეს, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ". _ აღნიშნა დავით მჟავანაძემ.