"მინდა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს მივულოცო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და ვუსურვო წარმატებები" _ ეს მილოცვა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პოსტია დემოკრატიული ქვეყნებისთვის.
იმედი მაქვს, ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობით უზენაესი სასამართლოს მიმართ გაჩნდება საყოველთაო ნდობა და პატივისცემა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, _ აღნიშნავს ღარიბაშვილი.