"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით ეს აქცია მხოლოდ დასაწყისია.
როგორც გაბაშვილმა გურია ნიუსს განუცხადა ადამიანების რაოდენობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა.
"ესაა აქტიური გაზაფხულის პირველი დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია. როცა ამდენი ხალხი იკრიბება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ის აუცილებლად შედეგით სრულდება", _ განაცხადა გაბაშვილმა.