კინო კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. რომ არ ყოფილიყო კინოკამერა, ჯერ ერთი, ვერაფრით გავერთობოდით, მეორეც – უამრავი ისტორიული კადრი დაიკარგებოდა.
პირველმა კინოკამერამ 1894 წელს იხილა დღის სინათლე. მასალად გამოიყენეს ხე და ლითონი. ასევე, შუშაც. იმართებოდა ხელით, მექანიკურად. დაამზადეს საფრანგეთში.
1935 წელს გაცილებით მოდერნიზებული კინოკამერა დაამზადეს საბჭოთა კავშირში. მასალად ლითონი და პლასტმასი გამოიყენეს. ეს კამერაც მექანიკური იყო.
1964 წელს კინოკამერის გაუმჯობესებული მოდელი უკვე ამერიკელებმა შემოგვთავაზეს. მასალად გამოიყენეს ლითონი, პლასტმასი და შუშა. ეს კამერა უკვე იყო ელექტრონული მართვის.
2014 წელს იაპონელებმა უახლესი მოდელი შექმნეს. მასალა: პოლიმერი და შუშა. იტენება აკუმულატორით.