"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გოკა გაბაშვილის თქმით, პარტიაში იმ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს, თუ როგორ დაიწყებს ფრაქცია პარლამენტში მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირებას.
"ჩვენ ვისაუბრებთ იმ გეგმაზეც, რომელიც პარლამეტში უნდა განხორციელდეს, ვისაუბრეთ იმ სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც იმოქმედებს ჩვენი ფრაქცია პარლამენტში იმისათვის, რომ დაიწყოს მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირება."
მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის პარლამენტს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედმა (60 დეპუტატი) უნდა მიმართოს. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა იმართება არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – 75 დეპუტატი დაუჭერს მხარს (ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო, პარლამენტის სიითი შემადგენლობა 149 დეპუტატით არის განსაზღვრული). გადაწყვეტილების ჩავარდნის შემთხვევაში, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ საკითხის ხელახლა ინიცირება მომდევნო ექვს თვეში დაუშვებელია. ამისთვის ახალი 60 დეპუტატი იქნება საჭირო, რომელთაგან არც ერთი არ შეიძლება იმ 60 დეპუტატს შორის იყოს, რომელმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა მოითხოვა.