უკრაინა აპირებს 1 აპრილიდან უარი თქვას რუსულ გაზზე _ ამის შესახებ დღეს, უკრიანის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა.
"არ არის იმის აუცილებლობა, რომ რუსული გაზი შევიძინოთ და ვფიქრობ, რომ არც შევიძენთ“, _ თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ არ არის საჭირო „ვიყიდოთ გაზის რუსეთიდან უფრო ძვირად, ვიდრე ევროპიდან."
20 მარტს, ბრიუსელში გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უკრაინისთვის გაზის შესაძლო ფასების დადგენის შესახებ. მოლაპარაკებები წარიმართა ფორმატში: უკრაინა _ ევროკავშირი _ რუსეთი.