ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ იმედის ეთერში განცხადებები არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე გააკეთეს და არც “ქართული ოცნებისგან” და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია “რეაქციის” თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას, კომენტარს არ აკეთებს ინგა გრიგოლია:
_ არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, _ აღნიშნა გრიგოლიამ ჩვენთან საუბრისას.
ტელეწამყვანმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შეაფასა და აღნიშნა, რომ "ასე მოულოდნელად დაეცა მეხი":
_ მეწყინა, _ წერს ჟურნალისტი, რომლის განმარტებით განცხადების აზრი მისთვის გაუგებარია.
იხილეთ ტელეკომპანია იმედის განცხადება: TV "იმედი": ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს