ჩემს მეზობელს ცალრქა ჭრელა ყავდა, ნებისმიერ საკეტს აღებდა იმ ცალი რქით, ჭიშკარზე ჩამოცმული რგოლიდან დაწყებული დამთავრებული გასაწევ-გამოსაწევი ურდულით.
გვერდით მეზობელს არნახული ბოსტანი ჰქონდა, კიტრი და პამიდორი ვერ გაახარა კაცმა ეზოში ამ ძროხის გადამკიდე.
ერთხელ შემომჩივლა _ კილტიანი ბოქლომიც გამიღოო, ძროხის განათლებით იყო გაკვირვებული.
_ ადექი და შენც იყიდე ციფრებიანი ბოქლომი, არ მგონია არითმეტიკა იცოდეს მეთქი, _ დავარიგე ჭკუა _ აქედან უკვე ჩემი უბედურება დეიწყო, ყველა მოსვლაზე მიძახოდა ბოქლომის კოდი რაფერააო. ასე გევიმწარე ბაღნობა!