დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების: ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვისა და საქართველოს ოფიციალური პირები, ევროკომისრები, არასამთავრობო და კერძო სექტორი იღებდა.
ეკონომიკურ ფორუმში გურიის რეგიონიც იყო წარმოდგენილი. მხარის ეკონომიკურ პოტენციალზე მოხსენებით გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთევან მოისწრაფეშვილი გამოვიდა.