არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ ადამიანს წყევლის, რომელმაც 17 მაისს კადრები გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ იგინება სასულიერო პირი:
_ ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! _ წერს სასულიერო პირი.
ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ანთიმოზმა კომენტარი "კვირასთან" გააკეთა:
_ წამოვედი ეკლესიიდან და პენსიაში გავედი. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე. ის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მე ვიგინები, სატანისტ-ელგებეტისტმა ეთო გავაშელიშვილმა გადაიღო და ჩუმად ატვირთა. ასე გავრცელდა კადრები სოციალურ ქსელში. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეკლესიიდან წამოვსულიყავი, რადგან „ეკლესიას ვარცხვენ“.
ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე, ვინც საჭირო იყო. მე ვეზიარები, როგორც სასულიერო პირი, მაგრამ ღვთისმსახურებას აღარ ჩავატარებ, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას არქიმანდრიტმა ანთიმოზმა.