(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 5 დეკემბერს, მოხალისეების დღეს, ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციისა და მოხალისეთა ჯგუფის მიერ მოეწყო აქცია _ “ჩვენ ერთად ვართ”. აქციის მიზანი იყო მარტოხელა, შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სასურსათო ამანათების შეგროვება და გადაცემა. აქციას ორგანიზება გაუკეთეს ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მოხალისეებმა, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ყაჭეიშვილთან, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგ მაია სიხარულიძესთან და დაბის რწმუნებულ გოჩა ჯინჭარაძესთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანებს _ სულ 7 ოჯახს, ამანათები გადასცეს.