ირაკლი ღარიბაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე:
_ ცალკე უნდა ავღნიშნო განათლების სფეროში მუღწეული შედეგები.ნებისმიერი ქვეყნის განვითარების დონეს განსაზღვრას განათლების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით, მრავალი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.
კერძოდ: პროფესიულ სასწავლებლებში 20 000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა სახელმწიფო დაფინანსებით; სახელმწიფოდაფინანსებითსარგებლობს 55 000-მდესტუდენტი, _ განაცხადა ღარიბაშილმა.
პრემიერის თქმით, გრძელდება დახმარების პროგრამა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები იმ დაზარალებული სტუდენტებისათვის, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
_ წელს, ამ კატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა 81-ით გაიზარდა და 552 ახალგაზრდას 1 144 175 ლარით ვაფინანსებთ.
2013-2014 სასწავლოწელს, სწავლის საფასურით, სახელმწიფო, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ 471 სტუდენტს დაეხმარა.
_ მოსწავლეებმაუფასო სახელმძღვანელოების 1,016,700 კომპლექტი მიიღეს; უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება 52 000-ზე მეთ მოსწავლეს; უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდაუფასო. გაიზარდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა; სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 20,000-მდესტუდენტი. შრომის ბაზრის მოთხოვნებს მორგებული პროფესიული პროგრამები.
_ აშენდა 8 ახალი, შენდება 9 ახალი სკოლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 4 სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. რეაბილიტირდა 1 000 სკოლა.
მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა განათლების ხარისხის ამაღლების კუთხითაც. კერძოდ: შემუშავდა და ინერგება სკოლამდელი განათლების პროგრამა, შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის საშუალებითაც პედაგოგებს ხელფასები ემატებათ, _ განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ 20 წლის მანძილზე პირველად განხორციელდა მეცნიერების აუდიტი.
_ 2015 წლის სექტემბრიდან მასწავლებელთა საბაზო ხელფასი იზრდება 17%-ით (50 ლარით), ხოლო წამყვანი და უფროსი მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 30-40%-ით. ამისთვის ბიუჯეტიდან წელს გამოიყო 18 მლნ ლარი. 2016 წლის აპრილიდან დაგეგმილია მასწავლებელთა საბაზო ხელფასის შემდგომი ზრდა 17%-ით.
გაორმაგდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება, მათ შორის მეცნიერების ხელფასები გაიზარდა 100დან 300-ს პროცენტამდე, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.