"განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის, სულ მცირე 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს" _ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
_ 2014 წელს დაფინანსა 87 სტუდენტი. თბილისში დაიწყო სოციალურად დაუცველი, რეგიონებიდან ჩამოსული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის 300 ადგილიანი თანამედროვე საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.