ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხუდონჰესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას:
"ჩვენ თუ არ ავაშენეთ ჰესები, რამდენიმე წელიწადში მოგვიწევს 1 მილიარდი ლარის ელექტროენერგიის შესყიდვა უცხოეთიდან. საქართველო არის ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანა და ეს იქნება დანაშაული. ჩვენ ჰიდრორესურსების მხოლოდ 18 პროცენტს ვიყენებთ. გარემოს დაცვის სამინისტრო თითოეული ჰესის აშენების დროს ჩასაფრებულია, ინვესტორები მთელ რიგ შემოწმებებს გადიან. ჰესები უნდა ავაშენოთ, ოღონდ ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად.
გარემოზე ზემოქმედება უნდა იქნას შესწავლილი. ხუდონზე ჩვენ ვმუშაობთ. იმ ხალხს მე თვითონაც შევხვდები, რომლებიც წინააღმდეგები არიან ჰესის. ენერგეტიკის მინისტრიც ჩავა იქ, მოსახლეობასთან გვექნება კომუნიკაცია. ესაა სექტორი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ სერიოზული ინვესტიცია და დანაშაული იქნება, თუ ამ პოტენციალს არ გამოვიყენებთ. ვინც აქციებს მართავს, ისინი ებრძვიან ინვესტორებს. ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები ქვეყანაში", _ აღნიშნა პრემიერმა.