საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე რელიგია "ძველი, დახავსებული ქვეყნის ციხესიმაგრედ" გამოაცხადებს და სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. ძირითადი დარტყმა მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაყენეს. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიგზავნა ცირკულიარები, მითითებები, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო, როგორ უნდა დამარცხებულიყო ადამიანში ეკლესიური ცნობიერება.
გამონაკლისი არც ოზურგეთის მაზრა ყოფილა, სადაც 1923 წლისთვის 130 ეკლესია დაიხურა.
1930 წელს გამოდიოდა ჟურნალი "საქართველოს უღმერთო", რომელიც რუსულ და ქართულ ენებზე იბეჭდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტის თანახმად ჟურნალი ხელის მოწერის დროს 2 მანეთი ღირდა. იგივე ფასად შეიძლებოდა მისი შეძენა 1 ივლის და 1 სექტემბერს. შეიძლებოდა "ფულის ნაწილ-ნაწილ გადახდაც".
"ხელის მოწერის ორგანიზატორები, რომლებიც გამოყოფილნი არიან მ.უ.კ-ის უჯრედების მიერ 10%-ს შეკვეთებით შეგროვილ თანხიდან და მონაწილეობენ ხელის მოწერის საუკეთესოდ ჩატარების გარშემო გამართულ შეჯიბრებაში, რისთვისაც ღებულობენ ჯილდოს წლის დასარულს. სულ იქნება 10 ჯილდო" _ წერია ჟურნალის პირველი ნომრის ყდაზე.
ამავე გვერდზე წერია, რომ ჟურნალი სამეცნიერო-მეთოდურია. ყდაზე ვკითხულობთ: "რელიგია ხალხის ოპიუმია!"
იხილეთ ანტირელიგიური პროპაგანდის შესახებ მომზადებული ინფოგრაფიკა