თბილისის მერიის განცხადებით, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, აქ ავტოპარკი არ განახლებულა.
"მერიის ბალანსზე ამჟამად ირიცხება 267 ავტომანქანა, საიდანაც 239 ოპერატიულია და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლები, ობიექტებზე გასასვლელად, მონიტორინგისა და სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებენ.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება.
შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად", _ ნათქვამია მერიის განცხადებაში.