ეს ფოტოები სოციალურ ქსელში გიორგი ლაფერაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფოტოების თანახმად, "სანდორას" წვენში გაურკვეველი სახის საგანი აღმოჩნდა. გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით პროდუქტს მოქმედების ვადა 04.12.2015 წლამდე აქვს.
"დაწოლას ვაპირებდი უცებ წვენი მომინდა, მაგრამ რაღას დავლევდი? მთელი ცხოვრების განმავლობაში მე Sandora-ს აღარ გავეკარები! შეფასება თქვენთვის მომინდია" _ წერს მომხარებელი.