ბიზნესმენი ბესო ხარძიანი, შაბათს, საკუთარი სახლის წინ ქილერის მსხვერპლი გახდა.
ხარძიანი ერთ-ერთი იყო იმ ბიზნესმენთაგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დააკავეს და როგორც თავად ამბობდა, არაადამიანური წამების შედეგად ქონებაც დაათმობინეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას თვეების მანძილზე ითხოვდა.
ხარძიანის დაკავების, უსასტიკესი წამებისა და გაკულაკების შემზარავი ისტორიის შესახებ სტუდია GNS-მა რეპორტაჟი 2012 წლის 28 ოქტომბერს გააკეთა.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ სტუდია GNS-ის გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" გასულ სიუჟეტს ბესო ხარძიანის ისტორიის შესახებ.