ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე იმყოფება. როგორც მთისპირის დეპუტატმა ვლადიმერ ჩავლეშვილმა გვითხრა, გამგებელსა და მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა და ერთ კვირაში სოფელში გზის მოხრეშვითი სამუშაოები დაიწყება.
მისივე თქმით, აქცია გამგებელსა და მოსახლეობას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მოსახლეობმ სოფლის ცენტრში აქცია ამ დილით გამართა. ცენტრალური გზა მათ გადაკეტილი ჰქონდათ, სადაც მანქანებს არ უშვებდნენ. ისინი “ბახვი -3 ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ უგზოობას აპროტესტებენ, რადგან რამდენიმე წელია გზა ისე გაფუჭებულია, მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
"ბავშვები, მოხუცები უმძიმეს პირობებეში იმყოფებიან, წვიმაა და ტალახში ამოისვრები, დარია და მტვერი გავხრჩობს. სულ გაფუჭდა გზაა, შემკეთებელი კი არავინ არის" _ მოგვაქციონ ყურადღება, აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილები.