მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გარკვეული ცვლილებები შეიტანა გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის დადგენილებაში.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" თავდაპირველი რედაქცია მუნიციპალიტეტის გამგეობაში 106 საშტატო ერთეულს ითვალისწინებდა.
გარკვეული შტატების შენარჩუნების მიზნით, დამლაგებლის ოთხი შტატი სხვადასხვა ა(ა)იპ-ში გადაანაწილეს და ხელშეკრულებაში დაუდეს პირობა, რომ ისინი მუნიციპალიტეტის გამგეობას მოემსახურებოდნენ.
დღესდღეობით, კანონი იძლევა იმის საშუალებას, საშტატო ერთეული 148-მდე გაიზარდოს და საკრებულომაც პარასკევის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, დამლაგებლები ძველ საშტატო ნუსხაში დააბრუნონ.