ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა:
“მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მწვავე პრობლემაზე, რომელიც ჩვენი მომავლის სახელით ითხოვს დაუყოვნებლივ გადაჭრას. ესაა ბავშვთა სიღარიბე. იუნუსეფის მონაცემებით დღეს ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ვიცი, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია. მაგრამ მოგიწოდებთ, კარგად დავფიქრდეთ პრიორიტეტებზე. რა თქმა უნდა, პრობლემა ფართოა და ყველას გვეხება, მაგრამ განსაკუთრებით მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებებს: ბაგა-ბაღების დაფინანსება თუ გადაუდებელი დახმარება მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტების საქმეა”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.