ამ საკითხებზე ყურადღება პრეზიდენტმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გაამახვილა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცაა.
"რუსული „რბილი ძალის" ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია და კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.