https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახალხო დამცველი 2014 წლის ანგარიშს აქვეყნებს

14:04; 1.04.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ანგარიშის თანახმად, კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისში. 2014 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დასაშვებად მიჩნეული, რაც საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია და მეტყველებს ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმა, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა წინადადების განხილვისას შემოიფარგლა შაბლონური პასუხით, რომ მოსამართლეების მხრიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი გადაცდომები.

გაუმჯობესდა და შედარებით მრავალფეროვანი გახდა მედია გარემო. ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას; 2014 წლის განმავლობაში გამართული აქციების უმეტესობა ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო გამონაკლისებიც, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა ან/და მოხდა შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

ძალაში შევიდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც მეტად შეესაბამება აღნიშნულ სფეროებში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს;

მიღწევად უნდა ჩაითვალოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სოციალურ/ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის გაწეული სამუშაოები.
მიუხედავად ზემოაღნიშნული პოზიტიური ნაბიჯებისა, საქართველოს პარლამენტმა ძალაში დატოვა მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესი, მაშინ როდესაც, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების ერთ-ერთ მთავარ დადებით მხარედ სწორედ, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა ითვლებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან“ დაკავშირებით.

სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობა იქნება ეფექტური.

საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2014 წლის განმავლობაში, მსგავსად 2013 წლისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ან/და სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევის წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე; ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიები წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს.

არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით. პოლიტიკური ოპოზიცია, რამდენიმე ორგანიზაცია და ექსპერტი სვამდა კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა. წარმოდგენილ ანგარიშში პროცედურულ დარღვევებთან ერთად საუბარია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის არაერთ ფაქტზე. აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველს შეფასებები წარმოდგენილი ჰქონდა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში.

2014 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემური რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი. ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის განხილვის დაწყება.

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია.

2014 წელს გარემონტდა და გაიხსნა სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურება. ასევე გარემონტდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-16 დაწესებულება. ხორციელდება ვირუსული „ც“ ჰეპატიტის სამკურნალო და სუიციდის პრევენციის პროგრამები; მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა პენიტენციალურ სისტემაში, საქართველოს სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა. საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია ფარტენაძის და სხვა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები და გამოძიების შედეგები. დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 28 შეადგენდა, საიდანაც 7-მა სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა.

2014 წლის განმავლობაში იმატა განცხადებებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც 28 წინადადება გაიგზავნა მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების კვალიფიკაცია. აქტუალურია არასათანადო მოპყრობის შესაძლო მსხვერპლთა დაცვის საკითხი. მნიშვნელოვანია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება. პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, აუცილებელია პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება და წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. ხაზგასასმელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა  #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება.

დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. „კაბელების საქმისთვის“ საიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი.

ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის.        

ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი. დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ნიშანდობლივია ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები.

გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.

ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით. განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება. ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. პრობლემას წარმოადგენს განათლების დაბალი ხარისხი, პედაგოგთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, ინკლუზიური განათლების არასათანადო დანერგვა და ფიზიკური გარემოს უხარისხო ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არსებობს აღსაზრდელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, განათლების უფლების სათანადოდ განხორციელების და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის პრობლემები.  კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან.

პრობლემად რჩება ფსიქიკური დახმარების თავშესაფრების და მედიკამენტების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გამცემი დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების მიხედვით თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ინკლუზიური განათლების სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა   დასაქმება, ფიზიკური გარემოსადმი ხელმისაწვდომობა.
პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია.  ასევე პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი.

დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ახალი რეგულაციები დაწესდა, რაც უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია იმ მხრივაც, რომ მიუხედავად „პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის“ ინსტიტუტისადმი ნდობის მაღალი ხარისხისა, უწყება წარმოადგენს როგორც ფარული მიყურადების პროცესის მონაწილე მხარეს, ასევე ამ პროცესზე მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა მასიურ გათავისუფლებას რამდენიმე თვითმმართველ ორგანოში.

შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი კვლავ სახეზეა. სამწუხაროდ, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს – შრომის ინსპექციის შესაქმნელად. შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა ვერ ჩაითვლება შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სამუშაო პირობების ინსპექტირების მექანიზმად.
პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არარსებობა, რის გამოც უცნობია საქართველოს მასშტაბით თავშესაფრის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა. ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა ხელვაჩაურში, ბათუმთან მდებარე ე.წ. „მუყაოს დასახლებაში“.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სახალხო დამცველის პირადი ვიზიტების შედეგად კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. განსაკუთრებით მძიმეა მათი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა,  მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კუთხით და საცხოვრებელი გარემო/პირობები. საქართველოს მთავრობამ უმოკლეს ვადებში უნდა შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაღალმთიან რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია მთის კანონის მომზადებაზე დაჩქარებული რეჟიმში მუშაობა და მისი მიღება.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების კუთხით კვლავ გამოწვევად რჩება დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება და მიგრაცია. აქტუალურია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, ვითარება არც პატიმართა გათავისუფლების მიმართულებით შეცვლილა.
სერიოზულ გამოწვევად დევნილთა განსახლება და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება რჩება.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია მიწის ნაკვეთების ზედდების, ე.წ. გადაფარვის პრობლემა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება ასევე დაბალია მოსახლეობის ადეკვატური, დროული და ეფექტური ინფორმირების ხარისხი, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საწყის ეტაპზე დაინტერესებულ პირთა ჩართულობის დონე. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

გასულ წელს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პირებს შეეზღუდათ მიმოსვლის თავისუფლება, როგორც საქართველოში შემომსვლელ უცხოელ მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. აღნიშნულ შემთხვევებში სახალხო დამცველმა არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი უწყებიდან ვერ მიიღო ინფორმაცია შემოსვლა–გასვლაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

წინა წლების მსგავსად კვლავაც საგანგაშოა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ათი ათასობით ოჯახის მდგომარეობა. სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება ის პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ეკომიგრანტის განსახლებულ პუნქტში ადაპტაცია და რეგიონში დამკვიდრება;
ანგარიში ასევე მიმოიხილავს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა და უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოში, ასევე 1944 წელს რეპრესირებულ რეპატრიანტთა უფლებრივ მდგომარეობას.

ცალკე თავი ეძღვნება საქართველოში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხს. ამ მხრივ გასულ წელს დაფიქსირდა სერიოზული გამოწვევები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12 იანვარი, 2026

2015 წლის I კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები დაახლოებით 90 მილიონ ლარს შეადგენს

რა შემთხვევაში გაიმართება ოზურგეთში რიგგარეშე არჩევნები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12.01.2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12.01.2026
სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12.01.2026
მსოფლიო

“ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

18:30; 12.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

11:24; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო