რაგბის კავშირის ინფორმაციით მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადასვლისთანავე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთის მხარესთან პირდაპირი ტრანსლაციის საკითხებთან დაკავშირებით.
_ შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
4 აპრილს 19:00 საათზე პირველი არხის ეთერში განხორციელდება პირდაპირი ტრანსლაცია საფრანგეთიდან, _ აღნიშნულია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.