ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფომ ანსამბლმა “გურიამ“ სანქტ-პეტერბურგში ორი კონცერტი გამართა, აქედან ერთი საქველმოქმედო იყო.
სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება კონცერტის ვიდეოები.
ანსამბლს ახლავს ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე კობა დუნდუა, რომელიც "გურიას" სამხატვრო ხელმძღვანელია.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კობა დუნდუა უფასო შვებულებაში იმყოფება და პეტერბურგში ჩატარებული კონცერტი მერიას არ დაუფინანსებია.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზება “ძმებმა ასკანლებმა“ უზრუნველყვეს.
კონცერტებმა სანქტ-პეტერბურგში წარმატებით ჩაიარა.