რუსეთის გენერალური საკონსულო იემენის ქალაქ ადენში შიიტმა აჯანყებულებმა გაძარცვეს.
თავდასხმის დროს, საკონსულოში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, აჯანყებულებმა შეამტვრიეს კარი, გამოიტანეს დოკუმენტები, საოფისე ტექნიკა, ძვირფასი ნივთები და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.
აღსანიშნავია, რომ აჯანყებულების სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთის თვითმფრინავებს არ აძლევს ქვეყნის დედაქალაქ სანას აეროპორტში დაფრენის უფლებას, რომ მოხდეს იემენში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია _ ამ წუთებშიც რუსული თვითმფრინავი ქაიროს აეროპორტში სანაში დაჯდომის უფლებას ელოდება.