კოსმეტიკური საშუალებების ქურდობის ბრალდებით, ავსტრიის დასახლება გრატკორნში, საქართველოს 25 წლის მოქალაქე ქალბატონი დააკავეს. ერთ-ერთ მაღაზიაში, გოგონა ქურდობისას სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა, რის შემდეგაც, იგი პოლიციამ დააკავა.
ავსტრიული მედია საშუალებების ცნობით, ქურდობაში იგი ადრეც იყო შემჩნეული.
პოლიციამ კი, დაკავებულის საცხოვრებელში ჩხრეკა ჩაატარა და ქურდობის მტკიცებულებად 750 ევროს ღირებულების ნაქურდალი კოსმეტიკური საშუალებები ამოიღო.
ამ დროისათვის დაკავებული ქალბატონი ავსტრიის გრაცის სამხარეოს საპატიმროშია გადაყვანილი და უახლოეს დღეებში სასამართლოს წინაშე წარსდგება.