“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “მერცხალის“ ფეხბურთელებს მარტის ხელფასი არ მიუღიათ. ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ “მერცხალის“ ადმინისტრაცია და ფეხბურთელები მარტის კუთვნილ ხელფასს ორშაბათს მიიღებენ.
„მიმდინარეობს ორი ა.ა.ი.პ.-ის საფეხბურთო კლუბ ‘’მერცხალისა’’ და ცენტრალური სტადიონის გაერთიანების პროცესი, რამაც დროებით შეაფერხა მარტის ხელფასის გაცემა. აღნიშნული ხარვეზი ორშაბათისთვის აღმოიფხვრება და დღის პირველ ნახევარში თითოეულ თანამშრომელს ხელფასი დაერიცხება“.- გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.