ცოტა ხნის წინ ავსტრიელმა არქეოლოგებმა თურქეთის ქალაქ ეფესში უნიკალური სამარხი – გლადიატორების სასაფლაო აღმოაჩინეს.
იმაზე, რომ აქ გლადიატორები არიან დაკრძალულნი, მიუთითებს საკვლევი ქვების წარწერები და მათზე ამოკვეთილი გამოსახულებანი.
სამარხში სულ 20-დან 30 წლამდე ასაკის 67 ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა.
მართალია გლადიატორები არენაზე დაიღუპნენ, მაგრამ გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ბევრ მათგანს სიკვდილამდე კარგა ხნით ადრე სერიოზული ტრავმები ჰქონიათ მიღებული და ხანგრძლივად მკურნალობდნენ კიდეც.
ნაჭრილობებთა შესწავლის შედეგად არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ეს გლადიატორები, სავარაუდოდ, მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში კი არ მონაწილეობდნენ, არამედ დუელის მსგავს ორთაბრძოლებში.