ქალაქ ოზურგეთის მუნიპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თამარ ნადირიძე, ქალაქ ოზურგეთის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონს, ბავშვთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელით ეხმაურება:
როგორც ნადირაძე აღნიშნავს, "ოზურგეთში დიდი ვაჭრობა დაიწყო – ყველაფერს ყიდიან და ყიდულობენ! ჯერ შენობებს და მიწებს ყიდიან, ისეთი ამბავია, კბილის ამოსაღები ადგილიც არ დატოვეს ოზურგეთში. ასე ამბობენ: "მაი" მიწები და შენობები რომ "დეილევა", მერე სტამბოლის ბაზარზე გოგო-ბიჭების გაყიდვა უნდა დაიწყონ, რა თქმა უნდა პირდაპირი მიყიდვის წესით და უაუქციონოდო.
თქვე ოჯახაშენებულებო, ბიზნესს განვითარება ხომ უნდა?! მერე გავყიდოთ ყველაფერი ჩვენი მხედართმთავრის "ჯერჯერობით უფულო" და უზრდელ მეგობრებზე და "იფსკვნება" ნათელი ოზურგეთის ჩამუქებულ ცაზე! როგორც იქნა, გაიღიმებს ხალხი ბედნიერი! დიდი ვალი გვაქვს, ხალხო! დიდი! რაც მაგენმა წინასაარჩევნოდ კუბო, საქელეხო თევზ/ლობიო დაარიგეს, მაგას გადახდა არ უნდა?! ახლა ვერ დავიჯერებ ხალხი რომ ამბობდა, წინასაარჩევნოდ ძალიან უხაროდათ რომელიმე უბნიდან ადამიანის გარდაცვალების ამბავი რომ მოუვიდოდათ, იმწუთას სიხარულის ჟრიამული ატყდებოდაო – "აბა გეიქეცი ჩქარა, კუბოს ან თევზის ყიდვა არ მოგვასწორონო"! მარა, რა იცი?! ეგება, "ქე გოუმართლა", ზოგიერთს წინასაარჩევნოდ და თავად მომავალი დიდი "მხდართმთავრის" ნაყიდი "ოთხფიცრიანი ტრანსპორტით" წავიდა იმქვეყნად. ისე, რაფერ ვთქვა მარა, კია საინტერესო ამდენი და ამფერი რა დაუჯდათ "საიმქვეყნიოდ" ჩვენი თანამოქალაქეების გასტუმრება საამქვეყნიოდ ისე, რომ არაფერს არ გვიტოვებენ ამ ქალაქში?
ახლა ზოგიერთს უკვირს სად გაქრა "აი" მომღიმარე სახე, სადაა "მაი" კაცი რომ გვიცინოდა და გვიცინოდაო?! "ბიჯო",…,"ბიჯო", ამდენ კუბოს და საქელეხე თევზს რომ იყიდი, რაღა გაგაცინებს კაცს ამას კი ვეღარ ხვდებიან! დაფიქრდით, ხალხო, და მიხვდით თუ რა დიდი ჭირისუფალი გვყავს! დიახ, დიახ, დიდი და ამას ყველაფერს გაფრთხილება უნდა!" -აღნიშნავს ნადირიძე.