ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ექიმმა, პროფესორმა გია აზმაიფარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებელია.
"პაციენტი უკვე გონებაზეა, საუბარი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე არის. ქირურგიული თვალსაზრისით გაუმჯობესება არის. თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს", – განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა.
მისივე განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე.
"ვალერიან გრძელიშვილს აქვს ერთი გამჭოლი ჭრილობა, თუმცა ეს ჭრილობა ისეთი ღრმა არის, რომ მან ნაწლავების მრავალობითი დაზიანება გამოიწვია".