ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კახა ასკურავა, პოლიციელების დაჭრის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სხვა მოლოდინები არც უნდა არსებობდეს.
"როცა სპეცნაზელებს საქვეყნოთ, ტელეშოუებში დამნაშევეებს ეძახით, როცა პოლიციელს დამნაშავის მხილების მიზეზით სამსახურიდან აგდებთ,როცა ვიღაც ყუშიტაშვილებს აძლევთ უფლებას პოლიცელი
ლანძღოს და მერე არ სჯით კანონის სრული სიმკაცრით და ბოლოს, როცა ყველაზე წარმატებული შს მინისტრი პატიმრობაში გყავთ და ეს ყველაზე მეტად გეამაყებათ, მეტიც – ამას "სამართლიანობის
აღდგენას ეძახით" სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.
დიახ ბატონებო, დღეს ამ ქვეყანაში კრიმინალი უფრო მაგარი ტიპია ვიდრე ივანე მერაბიშვილი, ყოველშემთხვევაში თქვენ ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობთ მუდმივად და შედეგი ისაა რაც ყოველდღიურად ხდება ჩევნს ქუჩებში!", _ წერს ასკურავა.