ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, გოჩა ძიმისტარაშვილმა, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე ოფიციალური განცხaდება გააკეთა.
ძიმისტარაშვილის თქმით, ამის მიზეზი ფრაქციის მესამე წევრი ნინო ტაბატაძეა.
"ქალბატონმა ნინო ტაბატაძემ ფრაქციის შექმნის დროს აიღო ვალდებულება, დაეცვა ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მაგრამ რამდენიმე კვირაა ეს ქალბატონი უხეშად არღვევს ფრაქციის წესდებას. მას არაერთხელ შევთავაზე დაეტოვებინა ფრაქცია, რადგან ის ბღალავს "პატრიოტთა ალიანსის" იმიჯს, თუმცა ეს პიროვნება განზრახ არ ტოვებს ფრაქციას, რაც ჩემთვის მიუღებელია. ბევრ დეპუტატს სურს, „პატრიოტთა ალიანსს" მიაყენოს ჩრდილი, იმ პარტიას, რომელიც მუდამ ხალხის სამსახურშია და ხალხს მისი იმედი აქვს. ამის გამო მე ვტოვებ ფრაქცია" პატრიოტთა" ალიანსს", -განაცხადა ძიმისტარაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს ნინო ტაბატაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.