ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათვის"
თავმჯდომარე ლევან მგელაძემ, წევრებმა – თამარ ნადირიძემ და ნათია შარაშენიძემ, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი ჩაატარეს.
ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალური სტადიონის ყოფილ დირექტორ მურთაზ აბაშიძეს და მისი საკითხის შესწავლისთვის სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება ლევან მგელაძემ საკრებულოს სხდომაზეც გააკეთა, რაზეც ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ უპასუხა, რომ აბაშიძის განთავისუფლება კანონდარღვევით არ მომხდარა და მან მიმართა სააპელაციო სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ სტადიონის ყოფილმა დირექტორმა პროკურატურას ბეგი სიორიძის მიერ უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს მიმართა.
ამავე თემაზე: “მერის ქმედებები აშკარად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ატარებს“