მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი, ქეთა ხარძიანი, მომხდარს სოციალური ქსელით ეხმაურება.
"მამაჩემის მკვლელო! მოკლული მამაჩემის შვილობა მირჩევნია ცოცხალი არაკაცი მამის შვილობას! მითუმეტეს, რომ იმას ვერ მოკლავ, რისთვისაც მამაჩემი მოკალი! იმას ვერ იყიდი რაც მამაჩემს ჰქონდა აქვს და ექნება! შენ ყველაზე კარგად იცი რა გაგიჟებდა და გაცოფებდა მასში ისე, რომ ჯერ მისი სახელის გაფუჭება (რაც არ გამოგივიდა და არც გამოგივა არასდროს რა დონის ტყუილებიც არ უნდა იძახო) მერე კი მისი მოკვლა გადაწყვიტე, მაგრამ სინამდვილეში ანგელოზებთან გაუშვი! იქ სადაც მართალნი განისვენებენ!"