"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერს და საქართველოს პარლამენტის წევრს ეკა ხერხეულიძეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მის უწყებასთან კითხვები აქვს, რის გამოც მინისტრის მისვლას პარლამენტში ითხოვს.
თუმცა, სოზარ სუბარი ხერხეულიძის ბრალდებებს უარყოფს.
"მოგეხსენებათ 2008 წელს გამოიყო თანხა, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილებისთვის ბინების უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი გაწერილი იყო წლების მანძილზე და მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი ამ ბინებში დევნილების შესახლება. პროცესის დაწყებისთანავე გაჩნდა უკმაყოფილება დევნილებს შორის, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ფართების გადაცემა ხდებოდა შერჩევით“ , _ ამბობს ეკა ხერხეულიძე.
ხერხეულიძის ბრალდებას სოზარ სუბარმა გურიიდან უპასუხა.
„ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მივიღეთ ეს იყო დაკარგული ტერიტორიების 20%, 100-ს მეტი დაცლილი სოფელი და 30 000 ათასი ახალი დევნილი სოფლებიდან. დევნილების დაბინავების საკითხი ძალიან სწრაფად გვარდება და ეს ტემპი დაჩქარებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ არსებობდა არანაირი წერილობითი კრიტერიუმი, გარდა მინისტრისა და მისი მოადგილის გადაწყვეტილებისა, დღეს კი სამინისტროს გვერდზე ყველას შეუძლია იხილოს ეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დევნილებს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.
გამჭვირვალეობას რაც შეეხება, ყოველი კომისიის სხდომაზე მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი და კიდევ, ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად სხდომას დაესწროს. მეტიც, როდესაც რეგიონებში გავდივართ ვუკავშირდებით ჟურნალისტებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვცდილობთ, რომ ისინი დაესწრონ დამკვირვებლების სტატუსით.
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოქალაქე გვაწვდის ექვემდებარება გადამოწმებას და ამ გადამოწმების შემდეგ ხდება ისევ თავიდან გადაწყვეტილების მიღება. დღესაც კი, როდესაც ზუგდიდში 320 ბინა არის გადანაწილებული აღმოვაჩინეთ, რამოდენიმე, სავარაუდოდ თაღლითობის შემთხვევა. „სავარაუდოს“ იმის გამო ვამბობ, რომ სანამ არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს მართლა თაღლითობაა, მანამდე ამის თქმით უფლება არ გვაქვს. 24 ბინა ექვემდებარება ამ წუთებში გადამოწმებას და 5 -ზე ძალიან სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება მოხდეს ამ ბინების ჩამორთმევა, რადგან, სავარაუდოდ, იქ თაღლითობას ჰქონდა ადგილი", _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამავე თემაზე: