ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ, დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადდა.
ოთხი ყოფილი კონკურსანტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 29 დეკემბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ვაკანტურ ადგილებზე მათი კანდიდატურების წამოყენების თაობაზე.
მათ უფლებებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.\
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყოფილი კონკურსანტების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის ლაშა თავაძის თქმით, ყოფილ კონკურსანტებს შეუძლიათ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, ხოლო საია-ს იურისტი ჯაბა ზერეკიძე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მარწმუნებლებთან ერთად გადაწყვეტენ გაასაჩივრონ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება.